ჩვენთვის პრინციპულია ოცივე მუნიციპალიტეტში გამარჯვება, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია მარტვილში გამარჯვება და ამაში დარწმუნებული ვართ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მარტვილში, მერობის კანდიდატთან, შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, პირველ ტურში ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას.
„დღეს დავიწყეთ შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში. ჩავდივართ ყველა იმ რაიონში სადაც ჩატარდება მეორე ტური, ვხვდებით ჩვენს აქტივს, პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, ვულოცავთ ყველას იმ საერთო გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2 ოქტომბერს, ვსაუბრობთ 30 ოქტომბრის მეორე ტურზე. ჩვენთვის პრინციპულია ოცივე მუნიციპალიტეტში გამარჯვება, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია მარტვილში გამარჯვება და ამაში დარწმუნებული ვართ. პირველ ტურში გვქონდა ძალიან დიდი უპირატესობა, ჩვენს კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას, დარწმუნებული ვართ მეორე ტურში მის გამარჯვებაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.