თბილისის მერია: ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე ასფალტის საფარი მოეწყო

462

გლდანის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე გზის საფარი მოაწესრიგა.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გზის საფარი არ არსებობდა. ასევე, მოსაწესრიგებელი იყო წყლის ქსელი, რომელიც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოწესრიგდა. გამგეობის მიერ კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის საფარის დაიგო.

„სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე, 13 857 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი განთავსდა. პროექტისთვის ჯამში, 890 126 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების შედეგად, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი გაბიონები და ორი ფენა ასფალტის საფარი”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.