თბილისში ნიკა მელიას ბანერი დაწვეს

276

თბილისში, გვიან ღამით, ორხევის ხიდთან ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის საერთო კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო ბილბორდი დაწვეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ იმ კომპანიის წარმომადგენელები, რომლებმაც ბანერი გააკრეს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, ბესო გაზდელიანმა განაცხადა, ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციაც.