ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში აპირებენ დედაქალაქის მთავრობა დაასახელონ, რომელიც კოალიციური იქნება. მელიას თქმით, კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დაწყებული აქვთ და საზოგადოების წინაშე ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით წარდგებიან.
“უახლოეს დღეებში საზოგადოების წინაშე წარვდგებით გაერთიანებული ოპოზიცია, დედაქალაქის მერიის მომავალი მთავრობა, რომელშიც თავს დაინახავს მაქსიმალურად ყველა თბილისელი. ეს უნდა იყოს არჩევნები ქართულ ოცნებას უპირისპირდება ნიკა მელია კი არა — ცვლილებები. დაწყებული გვაქვს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში მე მოვიცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოების წინაშე წარვდგებით ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით, სადაც ყველა თბილისელი საკუთარ თავს დაინახავს”, — განაცხადა მელიამ TV პირველის ეთერში.