2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარით მცირდება

226

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, COVID 19-ის მართვასთან (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება, მკურნალობის ხარჯები, ტესტირება და კვლევები, ვაქცინაცია და სხვა) დაკავშირებით ბიუჯეტი 500.0 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

შესაბამისად, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 276.6 მლნ ლარით შემცირებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრული დაფინანსება და 1 733.9 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც ბიუჯეტის განმარტებითი ბარათშია აღნიშნული შემცირება დაკავშირებულია COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების საპროგნოზო მოცულობების შემცირებით.