ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატი აღიარებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები მისთვის მოულოდნელი იყო და ელოდა, რომ გაცილებით მეტი ქუთაისელი მისცემდა ხმას.
იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ გახარიას პარტიის კანდიდატმა წაიღო ის ხმები, რომლებიც მას გამარჯვებას მოუტანდა პირველივე ტურში, თუმცა გამოწვევას იღებს და გამარჯვებაში დარწმუნებულია.
“არჩევნების შედეგი, რომელიც დადგა, ჩემთვის პირადად არ იყო მოსალოდნელი. ვფიქრობდი, რომ მექნებოდა მეტი მხარდაჭერა, თუმცა მათემატიკა არ იტყუება და თუ შევაჯამებთ, ვიტყვი, რომ გახარიას მომხრეები ჩვენგან გასული ადამიანები არიან და მე თავისუფლად შემეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, თუმცა ჩემთვის ეს მხოლოდ გამოწვევაა”- განაცხადა ხახალეიშვილმა.
რაც შეეხება საარჩევნო დარღვევებს, ის ქუთაისში დაფიქსირებულ შემთხვევებს უმნიშვნელოს უწოდებს.