საბოლოო შედეგი თბილისში – კალაძე- 45.04%, მელია – 33.96%

401

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერის არჩევნებში დედაქალაქის ყველა საარჩევნო უბანი დათვალა. შედეგების მიხედვით, კახა კალაძესა და ნიკა მელიას შორის თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ხმების 45.04% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკა მელიას – 33.96%, გიორგი გახარიას კი 9.36%.

მერობის სხვა კანდიდატებს შორის კი ხმების პროცენტული განაწილება ასეთია: ანა დოლიძე – 4.59%; ანა ბიბილაშვილი – 2.53%; გიორგი ლომია – 1.47%; მიხეილ ქუმსიშვილი 0.81%; რიჩარდ ოგბუნუჯუ -0.61%; თამარ კეკენაძე -0.61%.