როგორ გადანაწილდა მანდატები სიღნაღის საკრებულოში

273

სიღნაღის მე-13 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მანანა მჭედლიშვილის ინფორმაციით, 40%-იანი სავალდებულო ბარიერი სიღნაღში სამმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა.

მისივე თქმით, სწორედ ამ პარტიებს ეყოლებათ კანდიდატები სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მანანა მჭედლიშვილის თქმითვე, სიღნაღში შექმნილი 12 მაჟორიტარული ოლქიდან წინასწარი მონაცემებით, ყველა მმართველი პარტიის წარმომადგენლმა მოიგო.

,,რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, წინასწარი მონაცემებით, მმართველ პარტიას 14 მანდატი ერგო, 9 ,,ნაციონალურ მოძრაობას’ და 1 პარტია ,,საქართველოსთვის”. მთლიანობაში კი 26 მანდატი ექნება ,,ქართულ ოცნებას”- განუცხადა “კახეთის ხმას” მანანა მჭედლიშვილმა.