წინასწარი შედეგებით, ფოთის საკრებულოში უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” ექნება

1971

ფოთში პროპორციულ არჩევნებში ბარიერი მხოლოდ სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთის საკრებულოში მოხვდნენ:

  1. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 31.41%
  2. “გახარია საქართველოსთვის” – 13.2%
  3. “ქართული ოცნება” – 41.79%

რაც შეეხება მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს, აქ 6 მაჟორიტარული ოლქი “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს და მხოლოდ ერთ ოლქში შეძლო ოპოზიციური პარტიის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გამარჯვება, თუმცა, ფოთის მე-6 მაჟორიტარულ ოლქში “ოცნების” კანდიდატს მხოლოდ 40.89% აქვს და, თუ ის 40%-ს ჩამოცდება, ამ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

წინასწარი მონაცემებით, შედეგები ასეთია:

  1. ფოთის N1 ოლქი – თორნიკე კირთაძე, “ქართული ოცნება” – 52.95%
  2. ფოთის N2 ოლქი – უჩა დოლიძე, “ქართული ოცნება” – 60.16%
  3. ფოთის N3 ოლქი – სანდრო ქუშაშვილი, “ქართული ოცნება” – 43.91%
  4. ფოთის N4 ოლქი – ნიკოლოზ იზორია, “ქართული ოცნება” – 44%
  5. ფოთის N5 ოლქი – ლაშა რუხაია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 47.28%
  6. ფოთის N6 ოლქი – მალხაზ ფოჩხუა, “ქართული ოცნება” – 40.89%
  7. ფოთის N7 ოლქი – ოლეგ ნაჭყებია, “ქართული ოცნება” – 50.88%

სულ ფოთის საკრებულო 35 წევრით უნდა დაკომპლექტდეს, საიდანაც 28 პროპორციული და 7 მაჟორიტარული წესით იქნებიან არჩეულები.