ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თიანეთში ლევან წიკლაურსა და თამაზ მეჭიაურს შორის მეორე ტური გაიმართება.
ამ დროისთვის დათვლილია ხმების 100%:
- ლევან წიკლაური (ქართული ოცნება – N41) – 43.19%
- თამაზ მეჭიაური (ერთიანი საქართველოსთვის N38) – 30.09%
- ილია არემაშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 18.08%
- თამაზ ირაჯაული (გარხია – საქართველოსთვის – N25) – 8.64%
ცესკო-ს ინფორმაციით, მონაცემები დათვლილია ოცივე უბნის მიხედვით.