ბოლნისის მერია: მდინარე მაშავერაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

257

ბოლნისის დასავლეთ ნაწილში, მდინარე მაშავერაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლნისის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ხიდით სარგებლობა ნოემბრის ბოლოდან შეეძლება.

„ამ ეტაპზე, ობიექტზე ბურჯებზე ბეტონის კოჭების დაწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ღირებულება 900 000 ლარამდეა და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია სოფელ მუშევანთან მისასვლელ ხიდსაც ჩაუტარდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.