გორის მერია:100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტების რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

453

100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტების რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, –  ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მერიის განმარტებით, სტუდენტები, რომლებმაც მიმდინარე წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100% საგრანტო ქულის) საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის” ფარგლებში დაჯილდოვდებიან.

სტუდენტებს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დოკუმენტაციის წარდგენა მიმდინარე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

ინიციატივა ეხება სკოლის 2020 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას:

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს;

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი ) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა.

დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:

განცხადება;
პირადობის მოწმობის ასლი;
ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);
სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
საბანკო ანგარიშის ნომერი.

საკონტაქტო პირი: გორის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, ნინო ბერიანიძე, მობ: 599 85 17 47.