ვაკის რაიონში შროშის ქუჩაზე წყალსადენის ქსელს აახლებენ

665

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში წყალმომარაგების სისტემის განახლების მიზნით მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს აქტიურად აგრძელებს.

მათი ინფორმაციით, კომპანია სამუშაოების ფარგლებში ვაკის რაიონში, შროშის ქუჩაზე, ახლით ცვლის წყალსადენის 0,4 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებულ მონაკვეთს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, წყალმომარაგების მართვის გაუმჯობესების მიზნით პროექტში გათვალისწინებულია ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების მონტაჟი. ასევე მოეწყობა საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაეური“ აღნიშნულ სამუშაოებს ოქტომბრის დასაწყისში დაასრულებს.

„ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შროშისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.