ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, შოთა გოგიბერიძემ, კანდიდატურა დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის სასარგებლოდ მოხსნა. იგი ახლა მთლიანად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობისათვის ბრძოლაზე გადაერთვება.
ამის შესახებ გოგობერიძემ “გურიის მოამბეს” განუცხადა.
– “მე მოვხსენი კანდიდატურა ჩემი მეგობრის, კონსტანტინე შარაშენიძის სასარგებლოდ.”- გვითხრა გოგიბერიძემ.
შოთა გოგიბერიძე 2014 წელს პარტია “პატრიოტთა ალიანსიდან” ოზურგეთის მერობისთვის იბრძოდა, ის “ოცნების” კანდიდატთან, ბეგლარ სიორიძესტან მეორე ტურში დამარცხდა.
გოგიბერიძემ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმათა 42%-ი მიიღო.
მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გოგიბერიძე საოლქო საარჩევნო კომისიას ხვალ ოფიციალური განცხადებით მიმართავს.
წყარო: გურიის მოამბე