ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი ნარი მუჯირი სამსახურიდან დაითხოვეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ გათავისუფლებას პოლიტიკურ სარჩული უდევს – ნარი მუჯირი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერია, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი გახდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ნარი მუჯირს შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და აღარ გაუგრძელდა.
როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე ამბობს, კომისია, სადაც ნარი მუჯირი კონსულტანტად მუშაობდა, აღარ საჭიროებს მსგავსი ტიპის თანამშრომელს:
– ნარი მუჯირის შრომით ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ამიტომ გათავისუფლდა. კომისია, რომელშიც მუშაობდა, ამ ეტაპზე არ საჭიროებს ექსპერტ-კონსულტანტს, – ამბობს თავდუმაძე და დასძენს, რომ პოლიტიკური მოტივები გამორიცხულია.
წყარო: გურიანიუსი