ცესკო-ს სპიკერი: ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით მოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს

349

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, ე.წ. „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით მოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მისი თქმით, მოკვლევის დასრულების შემდეგ, ცესკოს პოზიცია გაცხადებული იქნება როგორც ჩართული მხარეებისთვის, ასევე, საზოგადოებისთვის, –  ამის შესახებ ნათია იოსელიანმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდის გახდება ცნობილი ცესკოს დასკვნა „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით.

„ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოკვლევა უკვე დაიწყო, მიმდინარეობს მოკვლევის პროცესი, კანონმდებლობის შესაბამისად აქვს შესაბამისი ვადები და შესაბამის პროცედურებს მოიცავს ეს ყველაფერი. როგორც კი დასრულდება მოკვლევა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიცია იქნება საჯაროდ გაცხადებული როგორც ჩართული მხარეებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის,“- განაცხადა ცესკოს სპიკერმა.