2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თელავის მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის. კანდიდატები გახარია “საქართველოსთვის,“ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინეს. ვინ არიან თელავის მერობის კანდიდატები და რას პირდებიან ამომრჩეველს? – თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
დღეს ჩვენ გადამღებ ჯგუფს საკუთარ გეგმებზე მხოლოდ მმართველი გუნდისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ესაუბრნენ. ლევან ანდრიაშვილს სურს, რომ თელავი საუნივერსიტეტო ქალაქი გახდეს, გიორგი ბოტკოველი კი ამომრჩეველს პირდება, რომ გაჩერებულ ქალაქს აამოქმედებს.