“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახი კალაძემ დმანისში ენმ-ს მხარდამჭერების დაჭრაზე საუბრისას ტელევიზიების მხრიდან “ძალადობა” ახსენა და თქვა, რომ ყველანაირ ძალადობას ეწინააღმდეგება.
“ყველანაირად ვეწინააღმდეგები ყველანაირ ძალადობას მათ შორის ფსიქოლოგიურს, მათ შორის იმ ძალადობას რასაც კონკრეტული ტელევიზიები აკეთებენ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში. და რა თქმა უნდა, ყველას აუცილებლად მოეთხოვება, ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ამ ძალადობაში აუცილებლად დაისჯება”, – თქვა კახი კალაძემ.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დმანისში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს თავს დაესხნენ, ორი მათგანი ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან, პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დააკავა.