ბიბილაშვილი: ქალაქის მმართველობა ეროვნულ სიწმინდეებს არ იცავს, „ქართული ოცნება“ გამიზნულად მალავდა იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტს

761

ქალაქის მმართველობა ეროვნულ სიწმინდეებს არ იცავს, „ქართული ოცნება“ გამიზნულად მალავდა იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტს , – ამის შესახებ „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილმა განაცხდა, რითაც იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ბიბილაშვილის თქმით, ეს არის ქალაქის მმართველობის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ქალაქის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული სიწმინდეების მიმართ.

„ცნობილი გახდა, რომ ძირი გამოუთხარეს გოგებაშვილის საფლავს და ნეშტი გაიბნა. ეს არის ქალაქის მმართველობის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ჩვენი ქალაქის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული სიწმინდეების მიმართ. ვწუხვარ, რომ მიწევს განცხადების გაკეთება, იმ ძალიან ცუდი სისტემის, არასწორი მეთოდით მოპოვებული მასალების შინაარსზე, მაგრამ ეს არის საკითხი რომელიც ყველას შეგვეხო.

ეს იმის, ბრალია, რომ კალაძე და ქალაქის მმართველობა ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, რომ ადამიანების წინაშე ანგარიშ ვალდებულები არიან. ამ ვანდალური ფაქტიდან, ორი წელი გავიდა. ჩვენი ეროვნული სიწმინდეები საფრთხის ქვეშაა და ამის შესახებ საზოგადოებას არაფერი აცნობეს. არავინ ვიცით რა ხდება ამ ყველაფრის მიღმა და რამდენი სიწმინდეა ხელყოფილი. საინტერესოა, კიდევ რამდენ რამეს მალავს, კალაძე მის მიერ გამოქვეყნებული გაპრიალებული და უზადო პრეზენტაციების მიღმა“, – განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

როგორც „ლელოში“ აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სუს-ის კრებსებში ჩანს და თბილისის მერიის მიერ მთაწმინდის პანთეონში ჩატარებული სადრენაჟო სამუშაოების დროს, იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებასა და მისი ნეშტის ნაწილები გაბნევას უკავშირდება.