გოჩა ენუქიძე: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, რეგიონის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა

382

საგზაო ინფარსტრუქტურის მოწესრიგება, ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება, ინტერნეტიზაციისა და გაზიფიცირების აქტიური პროცესი, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ძირითადი პირობაა, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, რეგიონის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

დეპუტატმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის, სოფელ შარდომეთში სახელმწიფო გზიდან სოფლამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერა. გოჩა ენუქიძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც შპს ,,ამბროლაური გზა 10’’ ახორციელებს, ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზა მოეწყო და 762 111 ლარი დაიხარჯა.

„საგზაო ინფარსტრუქტურის მოწესრიგება, ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება, ინტერნეტიზაციისა და გაზიფიცირების აქტიური პროცესი, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ძირითადი პირობაა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კოორდინაციული მუშაობით, აღნიშნული პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება,” – აცხადებს გოჩა ენუქიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.