ხელვაჩაურის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ

730

მოსახლეობის მოლოდინი, რომ სოფელს ახალი სკვერი ექნებოდა არ გამართლდა. კადრებში კარგად ჩანს, რომ რეკრეაციული ზონის მოწყობა დაწყებული, თუმცა დაუსრულებელია. ადგილობრვები ამბობენ, რომ  ხელისუფლება  ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას წლებია გეგმავს, მაგრამ დაპირებებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ხმების მოსაგროვებლად გასცემენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ კორუფციულ ნიშნებზე საუბრობს. მიშა ბოლქვაძე ამტკიცებს, რომ ობიექტი ივლისში უნდა ჩაებარებინათ, თუმცა მერიამ შპს „თამუნას“, 130 ათას ლარიანი მომსახურებიდან, 110 ათასი არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოსთვის გადაუხადა,  ხელშეკრულება კი მხოლოდ სექტემბერში შეუწყვიტა.

ადგილზე მოსული, ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელი  გვიმტკიცებს, რომ სამუშაო პროცესს მუდმივად აკონტროლებდნენ, კითვაზე, როგორ არ დადგა სასურველი შედეგი ასეთი ეფექტური კონტროლის პირობებში, ნუგზარ აბაშიძემ ვეღარ გვიპასუხა.

მერიაში, ბრალდებას უარყოფენ. მერის მოადგილე, კახა ფუტკარაძე ამბობს, რომ თანხა მხოლოდ იმ სამუშაოსთვის გადაიხადეს, რაც კომპანიამ შეასრულა, შემდეგ კი ხელშეკრულება შეწყვიტა. ფუკტარაძის განმარტებით,  ახალსოფელში, ე.წ. კომენდატურის დასახლებაში  მშენებარე სკვერისდასასრულებლად, ტენდერი, მომდევნო კვირას გამოცხადდება.

ხელვაჩაურის მერის მოადგილის ინფორმაციით „შპს თამუნა“, მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კიდევ ერთ პროექტს ახორციელებდა. აშენებდა „ამხანაგობის სახლს“,  რომელიც ასევე ხელშეკრულების პირობების დარღვევით  მიმდინარეობდა. კახა ფუკარაძის განმარტებით, ახალი ტენდერი, ამ შემთხვევაშიც უახლოეს მომავალში გამოცხადდება. თავად, კომპანია „თამუნა“-თან, დაკავშირება ამაოდ ვცადეთ.