“რუსთავი 2”-ის დაკვეთით ეგზიტპოლს ამერიკული კომპანია ედისონ რისერჩი ჩაატარებს

1007

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნების დღეს თბილისსა და ქუთაისში ეგზიტპოლი ჩატარდება. გამოკითხვას ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი და ავტორიტეტული კომპანია – “ედისონ რისერჩი” ჩაატარებს. “ედისონ რისერჩმა” ეგზიტპოლი “რუსთავი 2”-ის დაკვეთით საქართველოში 2010 და 2012 წლების არჩევნების დროსაც ჩაატარა და მაშინ შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს თითქმის სრული სიზუსტით დაემთხვა.

“ედისონ რისერჩი” ატარებს ყველა კვლევას აშშ-ში 2004 წლის შემდეგ, ანუ არ არსებობს სხვა კომპანია, რომელიც ატარებს ეგზიტპოლებს. შესაძლოა ტელეკომპანიამ თქვას, რომ ეს მისი ეგზიტპოლია, მაგრამ მონაცემებს ყველა მათგანს ჩვენ ვაწვდით, მათ შორის “ეი ბი სი”-ს, “სი ბი ეს”-ს, “სი ენ ენ”-ს, “ესოშიეთიდ პრესს,” “ფოქსს” წარსულში და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას 2018 წლის არჩევნებზეც ამერიკაში. რაც შეეხება საქართველოს ვგეგმავთ, არჩევნების დღეს 21 სექტემბერს ეგზიტპოლის ჩატარებას ორ ქალაქში – თბილისსა და ქუთაისში და ამ შედეგებს საარჩვენო უბნების დახურვის შემდეგ გამოვაქვეყნებთ”,-აცხადებს “ედისონ რისერჩის” ვიცე-პრეზიდენტი, რობ ფაბმანი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო ნაკაშიძის განცხადებით “ედისონ რისერჩის” გამოკითხვის შედეგები ყოველთვის არის სანდო და დაფუძნებულია მოცულობით კვლევებზე, ამიტომ ტელეკომპანიის მაყურებელი 21 ოქტომბერს მიიღებს ზუსტ ეგზიტპოლებს.

წყარო: რუსთავი2