პარტია „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათისა და ჯურყვეთის ამომრჩევლებს მერობის კანდიდატი ამირან გიგინეიშვილი წარუდგინა.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა, რაიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, სასმელი წყლის, სოფლებამდე მისასვლელი გზის და გაზიფიკაციის პრობლემის გადაჭრას ითხოვს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ვერც აზიური ფაროსანას მიერ განადგურებული თხილის მოსავლის კომპენსაცია მიიღეს.
მერობის კანდიდატი მოსახლეობას ამ პრობლემების გადაჭრაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას დაჰპირდა.
დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს პარტიის წინასაარჩევნო გეგმაც გააცნო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედინიუსი