“ის არის ადამიანი, რომლის მოსმენისას ვერ ძღები” – მარნეულში “ოცნების” მაჟორიტარს სიმღერა მიუძღვნეს

722
„ქართული ოცნების“ სადახლოს მაჟორიტარობის კანდიდატს, როვშან ისკანდაროვს სიმღერა მიუძღვნეს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო “მარნეული” ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, სიმღერაში როვშანი მოხსენიებულია სუფთა გულის ადამიანად, საამართლიანად, ხალხზე მზრუნველად. ტექსტში ნათქვამია, რომ ისკანდიროვი ძალას ხალხისგან იღებს და ის არის ადამიანი, რომლის მოსმენისას ვერ ძღები.