გლდანის რაიონის გამგეობამ დოდო აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება.
პროექტისთვის ჯამში, დაახლოებით, 848 025 ლარი დაიხარჯება.
„აღნიშნულ მისამართზე გრუნტის გზა იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობას მოწესრიგებული გზა ექნება. ავჭალა 2-ში, დ. აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, 1 140 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რისთვისაც 940 000 ლარამდე დაიხარჯა“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.