საბურთალოს რაიონში ოთხ მისამართზე ელექტროპანდუსი დამონტაჟდა

355

საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე ელექტროპანდუსები დაამონტაჟეს. კერძოდ, მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბურთალოს გამგეობამ, დოლიძის ქუჩა კორპუსი N7, ბალანჩივაძეების ქუჩა N8, პეტრიწის ქუჩა N4ა და ცინცაძის ქუჩა N9-ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ელექტროპანდუსები მოაწყო.

მერიის ცნობით, საცხოვრებელი კორპუსების ადაპტირების შემდეგ, შშმ პირებს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ.

მათივე ინფორმაციით, პროექტები საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 178 895 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები კი, კომპანიამ „იმგო“ შეასრულა.