სპეციალური პორტალი, რომელზეც კოვიდვაქცინით აცრილი მოქალაქეების ბაზა აიტვირთება, დღეს ამოქმედდება.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დღეს გაიმართება ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც დეტალურად იქნება განხილული შემუშავებული აპლიკაციის დანერგვის მეთოდები.
პორტალი – COVIDPASS.MOH.GOV.GE, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ადამიანის სტატუსი განსაზღვრონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვან ის კონკრეტულ სივრცეში.