ნაძალადევის რაიონში სავარჯიშო და გასართობი მოედნები მოეწყო

1092

ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქ. #34-ში სავარჯიშო და გასართობი მოედნები მოეწყო.

საბავშვო ატრაქციონები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ხოლო ტრენაჟორები თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაკვეთით დამონტაჟდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს.