მუხიანში ვაშაკიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყო

439

გლდანის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწესრიგების სამუშაოები მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე დაასრულა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასულ წელს, ვაშაკიძის ქუჩაზე გამგეობის მიერ წყალარინების ქსელი მოეწყო, ახლა კი, ასფალტის საფარი დაიგო.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა.

„სამუშაოების შედეგად, 4 650 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 248 396 ლარი დაიხარჯა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში