ვინ არიან ოზურგეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატები ენმ-დან

679

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ პარტიული ათეული შეჯერებულია და უკვე დაწყებული აქვთ საარჩევნო მარათონი.

ათეულში მოხვდნენ: დავით მჟავანაძე, შალვა თავდიშვილი, ირინა თუთბერიძე, თორნიკე გოგუაძე, ბესო ქათამაძე, თათია ნიკოლაშვილი, გიორგი შილაკაძე. ბადრი კილაძე, მარიკა ტუღუში, კახა კვაჭანტირაძე.

რაც შეეხება მერობის კანდიდატს პარტიის სახელით ამ თანამდებობისთვის იურისტი, ირაკლი ღლონტი იბრძვის.
ირაკლი ღლონტის კანდიდატურა თბილისში, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ წარუდგინა საზოგადოებას.