გამყრელიძე: 4 ოქტომბერს აუცილებლად უნდა აღდგეს სწავლა საკმაოდ ბევრ სკოლაში

288

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბევრ სკოლაში სწავლა 4 ოქტომბერს აუცილებლად უნდა აღდგეს.

“დიდ პროექტს ვახორციელებთ განათლების სამინისტროსთან ერთად. შეირჩა დიფერენცირებულად 400-500 სკოლა ჯერჯერობით რეგიონებში, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაბალია და აქ გვინდა ძალიან სწრაფად, 4-ში უნდა აღდგეს, აუცილებლად უნდა აღდგეს, როგორც გამოცხადდა, სწავლა საკმაოდ დიდ რაოდენობა სკოლებში, ამიტომ ჩვენ ყველა მოსწავლე, ყველა მასწავლებელი იქ უნდა გამოვიკვლიოთ. მხედველობაში მაქვს PCR ან სწრაფი ტესტით, ვმუშაობთ ამ საკითხზე”, — ამბობს გამყრელიძე ფორმულას ეთერში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბაღებს.