გორში ,,განახლებული რეგიონების” პროექტის ფარგლებში ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო

920

გორში, სტალინის გამზირზე, ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები მთავრობის მიერ გამცხადებული, 4-წლიანი პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში ხოციელდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ეს პროგრამა 2021 წლის აპრილში დამტკიცდა, თუმცა გორის მერია ამ ფასადების რეაბილიტაციას 2020 წლის გაზაფხულზე აპირებდა, თუმცა მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები ,,ჩაიშალა.

გასულ წელს მერია გორში სტალინის ქუჩაზე მდებარე 28 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავდა, თუმცა 2021 წელს ეს გეგმა ,,განახლებული რეგიონების” პროგრამაში აღმოჩნდა.

ამჟამად, სამუშაოებს კომპანია ,,საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს. კომპანია სხვა მუნიციპალიტეტებშიც მუშაობს და ჯამში 20 მლნ ლარს აითვისებს.

გორში მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს დაზიანებული ნალესის ჩამოხსნას, აღდგენასა და შეღებვას, მოაჯირების დეკორისა და ალუმინის პროფილების ახლით ჩანაცვლებას, ფანჯრების დეკორატიული კარნიზების აღდგენასა და შეღებვას, კორპუსის კუთხეებზე ახალი დეკორების მოწყობას და ვერტიკალური საწვიმარი მილების გამოცლას.

რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამას, ის 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.