ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში არც ქორწილი და არც დიდი შეკრებები რეგულაციებით დაშვებული არ არის და ეს ყველაფერი რეგულაციების დარღვევით ხდება.
თამარ გაბუნიას თქმით, პასუხიმგებლობა ეკისრება იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ასეთ წვეულებებზე დადიან.
”ამგვარად ჩვენთვის მთავარი ბერკეტი არის ისევ მონიტორინგი და სანქციები, რაც დაწესებულია. ჯერ-ჯერობით რეგულაციების გამკაცრება არ არის დაგეგმილი, მთავარია აღსრულდეს. მონაწილესაც ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ქორწილში, მოქალაქეებმა საკუთარი ოჯახის დაცვისთვის თავად მიიღოს გადაწყვეტილება და არ წავიდეს” – განაცხადა მინისტრის მაოდგილემ.
კითხვაზე ხომ არ არის ორმაგი სტანდარტი, როდესაც არ ჯარიმდებიან დაწესებულებები, სადაც ქორწილი იმართბა? თამარ გაბუნია ამბობს, რომ სტანდარტი არის ერთი და სანქცირებას ყველა თანაბრად ექვემდებარება.
”როგორც შრომის ინსპქტირების სამსახური, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამაზე მუშაობენ ერთი სტანდარტის პირობებში. დაჯარიმებულების სტატისტიკა სამინისტროში არსებობს და შემიძლია შემდეგ მოგაწოდოთ” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება მუსიკალურ ფესტივალებსა და ღონისძიებებს, მისი თქმით ამ ეტაპზე რაიმე ტიპის აკრძალვა არ მოქმედებს და ჩვეულებრივად გრძელდება.
”დღევანდელი გადაწყვეტილებით და ამ მდგომარეობით დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება გათვალისწინებული არ არის. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომდევნო ეტაპებზე. ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში, რომელიც დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება,” – ამბობს გაბუნია.