პრეზიდენტის განკარგულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება

442

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღად 2 ოქტომბერი დღეს ოფიციალურად დაასახელა და შესაბამისი განკარგულება გამოსცა.

არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა.

პრეზიდენტის განკარგულებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

„პრეზიდენტის განკარგულების და პრემიერმინისტრის თანახელმოწერის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულების და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანახელმოწერის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების თანახელმოწერა პრემიერ-მინისტრმა უკვე განახორციელა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.