ცესკოს თავმჯდომარედ 6 თვის ვადით გიორგი კალანდარიშვილი აირჩიეს

402

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დროებით გიორგი კალანდრიშვილი უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე 6 თვის ვადით, მეოთხე მცდელობისას აირჩიეს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო.

გიორგი სანტურიანს კი მხარდაჭერა მხოლოდ 4-მა დეპუტატმა გამოუცხადა. ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევენ, თუ მას პირველ ან მეორე კენჭისყრაზე 100 დეპუტატი დაუჭერს მხარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მცდელობისას 90 დეპუტატის ხმაც საკმარისია.

უშედეგოდ დასრულებული სამი მცდელობის შემდეგ, მეოთხე მცდელობისას საკმარისია 76 დეპუტატის ხმა. მხოლოდ, ამ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარეს 6 თვით ირჩევენ.

თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა.