2 ლარი და 50 თეთრი – გურჯაანის სათნოების სახლი ერთი ბენეფიციარის გამოკვებაზე ყოველდღიურად ამ თანხას ხარჯავს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
დღეის მდგომარეობით უფასო სასადილო 198 ბენეფიციარს ემსახურება. სათნოების სახლს 200 მოქალაქის გამასპინძლება შეუძლია. ამ ეტაპზე მომლოდინე ბენეფიციარი არ ჰყავთ. რაც შეეხება მენიუს, ყოელდღიურად ცვალებადია და რაციონში ყველა საჭირო პროდუქტი ხვდება.