ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარესა და მოადგილეს სავარაუდოდ ბრალი წარუდგინეს

881

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს, მის მოადგილეს ბექა ყანჩელს და დვალის მძღოლს რევაზ კუტალაძეს ბრალი წარუდგინეს. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგდოებრივი დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელის, სულხან ქობულაძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, რაც დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა.

სულხან ქობულაძე ამბობს, რომ ფაქტის შესახებ მისი ადვოკატისგან შეიტყო. ქობულაძე განმარტავს, დავით დვალს, ბექა ყანჩაველს და რევაზ კუტალაძეს 1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა 2000 ლარიან გირაოს ითხოვდა, სასამართლომ კი თითოეულს 1000 ლარი დააკისრა.

ცემის ფაქტი ორი წლის წინ მოხდა. ქობულაძე იხსენებს, რომ მას პირადად დვალი დაუკავშირდა და შეხვედრა დაუნიშნა, სადაც რამდენიმე ადამიანი დაახვედრა და სცემა. ამის მიზეზად კი მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს. ქობულაძის თქმით, ის გამოირჩეოდა ქუთაისის მერის შოთა მურღულიას და მისი გუნდის საწინააღმდეგო განცხადებებით.

წყარო: იმედინიუსი