ჩვენს კანდიდატს თბილისში, არც ერთ ქალაქში, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ეყოლება ალტერნატივა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„ჩვენ ყველა ქალაქში, დედაქალაქში, ყველგან, მუნიციპალიტეტებში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად. „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმიტომ, რომ სხვა პარტიები რეალურად აღარ ჩანს, არავითარი დღის წესრიგი არ გააჩნიათ გარდა ერთისა, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც ვერ ეღირსებით!“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.