კახეთში ახალი წყალგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა

546

„საქართველოს მელიორაციამ“ კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე ახალი წყალგამანაწილებლის სამშენებლო პროექტი დაასრულა.

„საქართველოს მელიორაციოს“ ცნობით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 10 კმ-ზე მეტი სიგრძის დახურული ქსელი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები – (წყალმიმღები კვანძი, ჰიდრანტები, დამცლელი კვანძი, გამანაწილებელი და შემტბორავი ჭები).

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის, ოჟიოს, კოღოთოსა და ალავერდის 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად ირწყვება.

პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარამდეა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ახლადმოწყობილი სარწყავი სისტემა საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.