იაგო ხვიჩია: მოვუწოდებთ ოპოზიციას, თბილისში საერთო კანდიდატს ნუ დააყენებენ, ეს წაგების ფორმულაა

689

მოვუწოდებთ ოპოზიციას, თბილისში საერთო კანდიდატს ნუ დააყენებენ, ეს წაგების ფორმულაა და „ქართული ოცნების” თამაში, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობით კახა კალაძე ფავორიტია. თუმცა, ხვიჩია მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა, ასე არ იყოს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია სწორ სტრატეგიას შეარჩევს.

„ალბათ, მოცემულ სიტუაციაში ნიკა მელია შესაფერისი კანდიდატია ამ ბრძოლისთვის, თუმცა ამ წუთას, მას არ აქვს ლიდერის პოზიცია. მთელ ოპოზიციას მოვუწოდებთ, დედაქალაქში საერთო კანდიდატს ნუ დააყენებენ, რადგან ეს არის წაგების ფორმულა და „ქართული ოცნების” თამაში. თუ პირველ ტურში მხოლოდ ორი კანდიდატურა იქნება – ნიკა მელია და კახა კალაძე, დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში კახა კალაძე მოიგებს და ეს ისტორია მორჩება. სჯობს, პირველივე ტურში რამდენიმე კანდიდატი იყოს და ბრძოლა გადავიდეს მეორე ტურში, თუ მეორე ტურში იქნება სიტუაცია, რომ 43 პროცენტი არ ექნება „ქართულ ოცნებას” და ახალი არჩევნები დაინიშნება, ეს შანსს გააჩენს, რომ კახა კალაძეს მოუგო”, – განაცხადა ხვიჩიამ.