2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ამომრჩევლები საკრებულოების გარდა მუნიციპალიტეტების მერებს აირჩევენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ამ დროისთვის არცერთ პარტიას კახეთის რეგიონში მერობის კანდიდატი არ ყავს წარდგენილი, თუმცა ჟურნალისტებისთვის ცნობილი ხდება გარკვეული ინფორმაციები, ვის კანდიდატურას განიხილავენ პარტიები თელავის მერის პოზიციის დასაკავებლად.
საინფორმაციო სააგენტო СNews- ის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თელავის მერობის კანდიდატად რამდენიმე დღეში ლევან ანდრიაშვილს წარადგენს. ლევან ანდრიაშვილი სხვადასხვა პერიოდში შსს სამინისტროს სხვადასხვა უწყების თანამშრომელი იყო. როგორც ცნობილია, ლევან ანდრიაშვილი წარმოშობით თელავიდან არის, მისი მეუღლე თეა მაისურაძე კი ამ დროისთვის საქართველოს სრულუფლებიანი ელჩია ლატვიაში.
ანდრიაშვილი და მისი მეუღლე კახი კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენას ოცნების პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თელავის მერობის კანდიდატად ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ბოტკოველის კანდიდატურა განიხილება.