ყიფიანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მისი მოწყობა მალე დასრულდება.
გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით განხორციელდა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“ – ის ფარგლებში ხორციელდება და სამუშაოების ღირებულება 53 679 ათასი ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს „სამოქალაქო ბიუჯეტი“ – ის ფარგლებში კიდევ 44 პროექტი ხორციელდება. ყველა მათგანი ადგილობრივმა მოსახლოებამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.
„სამოქალაქო ბიუჯეტი“ – ის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2016 – 2020 წლებში ჯამში 156 პროექტი განხორციელდა.