რა სახის სამედიცინო მომსახურება შეუძლია მიიღოს სოციალურად დაუცველმა პირმა საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით

731

სოციალურად დაუცველს რა სახის გეგმური, ამბულატორიული და ქირურგიული მომსახურება შეუძლიათ მიიღონ და როგორია თანადაფინანსების ოდენობა, რომელსაც საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა მათთვის ითვალისწინებს.

სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირისთვის გეგმური ამბულატორიული მომსახურება უფასოა: სერვისის მისაღებად უნდა მიმართოს ამბულატორიას ან პოლიკლინიკას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;

სახელმწიფო სრულად აფინანსებს:

ოჯახის ან სოფლის ექიმისა და ექთნის მომსახურებას, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფას (აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკფაქტორის შეფასებას, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა, საჭიროების შემთხვევაში კომპენტენციის ფარგლებში ბინაზე მომსახურება.

სოციალურად დაუცველს, ოჯახის ექიმის მიმართვით 100%-ით აუნაზღაურდება: ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგისოტორინოლარინგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის, ქირურგის კონსულტაცია; აბულატორიულ დონეზე ექიმის დანიშნულებით სხვადასხვა სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები; ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია, ძვლების რენტგენოგრაფია.

გარდა აღნიშნულისა, სოციალურად დაუცველ პირს ექიმის დანიშნულებით 100%-ით უფინანსდება შემდეგი ამბულატორიული, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები:

სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლეპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR), ღვიძლის ფუნქციის სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH, ორსულობის ტესტი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სოციალურად დაუცველ პირს ქირურგიული ოპერაციები უფინანსდება 100%-ით, სახელმწიფო ტარიფის გათვალისწინებით.

წლიური ლიმიტი – 15 000 ლარი;

სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობასაც, კერძოდ: ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიასა და სხივურ თერაპიას, სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობას, სამედიცინო ჩვენების მიხედვით, ზემოაღნიშნულ პროცედურებს შორის საჭირო კვლევებს.

წლიური ლიმიტი თითო პაციენტზე 20 000 ლარია.