თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა

242

წინა სტატია

ორი დღის წინ გამოცხადდა აუქციონი თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე. დაინტერესებულ პირებს 30 დღის განმავლობაში შეუძლიათ იმუშაონ ამ საკითხზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მე მოვუწოდებ მათ, რომ დაინტერესდნენ და მიიღონ მონაწილეობა. ჩვენც მზად ვართ, თუ არის მნიშვნელოვანი ჩვენი მხრიდან კომუნიკაცია, მიმართონ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს და ვუპასუხოთ დაინტერესებული პირების ნებისმიერ კითხვას, მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია. საწყისი ღირებულება არის 32 მლნ ლარი, რომელიც მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს. საპრივატიზაციო უფლება მოიცავს 15 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.