ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღესაც გაგრძელდება

386

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღესაც გაგრძელდება. გასაუბრების პროცესი დღეს უნდა დასრულდეს და შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს წარედგინოს.

პრეზიდენტის მიერ შექმნილმა შესარჩევმა კომისიამ 8 კანდიდატი გუშინ გამოკითხა. ასევე ცესკოს წევრობის მსურველი კანდიდატების ნაწილიც გამოიკითხა.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრებას ვილი პაჭკორია, მაია გურამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, იმედა კლდიაშვილი, გიორგი სანტურიანი, ილია ჭანტურაია, ლილი ბეგიაშვილი, ბონდო გასვიანი გაივლიან.

ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პოზიციის დასაკავებლად კონკურსში ემზარ კაკულია, გია ცაცაშვილი, კონსტანტინე ჩიტანავა, თამაზ თაყაძე, ანა მიქელაძე, მარი კაპანაძე და არჩილ მდივნიშვილი იღებენ მონაწილეობას.