ბათუმის მერია 3 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს, რაც დამატებით 600-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო. მათი ინფორმაციით, თითოეული ბაღი 210 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
„დასრულების ეტაპზეა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ლერმონტოვის ქუჩაზე. ამ ეტაპზე შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 914 ათას ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით, რისთვისაც ბიუჯეტიდან 450 ათასი ლარი გამოიყო“, – განმარტავენ მერიაში.