გლდანის რაიონში ექვს მისამართზე ფიტნეს ზონა ეწყობა

685

გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს ზონის მოწყობის სამუშაოები ექვს მისამართზე მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა დატვირთვის რვა სავარჯიშო ტრენაჟორი შემდეგ მისამართებზე განთავსდება:

  • ზაჰესი ცქიტიშვილის ქუჩა N 35 კორპუსთან;
  • გლდანის ხევის N2 ა კორპუსის მიმდებარედ;
  •  მეექვსე მიკრორიონის N2 კორპუსთან;
  • მეშვიდე მიკრორაიონის N2 კორპუსის მიმდებარე;
  • მეორე მიკრორაიონის N25 კორპუსთან;
  • მუხიანის 4ა მიკრორაიონის N5-6-7 კორპუსების მიმდებარედ;

“მიმდინარე წელს ფიტნეს ზონები ჯამში, 12 მისამართზე მოეწყობა, რისთვისაც გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 339 787 ლარი დაიხარჯება”, – განმარტავენ გამგეობაში.