ნაძალადევის რაიონში საგზაო პროექტების განხორციელება გრძელდება, – აცხადებენ ნაძალადევის რაიონის გამგეობაში.
მათივე ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მ.რ. I კვ. N3 კორპუსის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 570 კვ.მ ფართობზე დაიგო.
“აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 18 000 ლარი დახარჯა”, – განმარტავენ გამგეობაში.