გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში თანამშრომელთა ნაწილი მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ამ ეტაპზე ხელმძღვანელი 15-მდე ადამიანს შრომით ხელშეკრულებას აღარ უგრძელებს, რადგან როგორც გელა კაპანაძე ამბობს, მათი საქმიანობის საჭიროება დღის წესრიგში ამ დროისთვის აღარ დგას. კაპანაძე არ გამორიცხვას, რომ ეს რიცხვი უახლოეს პერიოდში შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
“ჯერჯერობით, არის 12-15 ადამიანი, რომელსაც ხელშეკრულებას აღარ გავუფორმებთ. შეიძლება მათ რიცხვს კიდევ მიემატოს გაკრკვეული რაოდენობა. გარკვეულ თარიღამდე გვქონდა კონტრაქტი, გარკვეულ ნაწილს გაუგრძელდება, გარკვეულს არა. ეს მოხდება მათი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე. კონკრეტული საქმიანობისთვის იყო ზოგი დაქირავებული, რომლებმაც შეასრულეს თავისი ამოცანები და მათი ეს საქმე ამ ეტაპისთვის ვთვლი, რომ აღარ არის საჭირო”, – აცხადებს გელა კაპანაძე.