ქობულეთის სოფელ ბობოყვათში ადგილობრივების აქცია მე-8 დღეა გრძელდება. 150-მდე ოჯახი კარავში ღამეს მორიგეობით ათევს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ამბობენ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 25-ივნისს 28-ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონი ჩაშალა, თუმცა, მაინც არ ენდობიან სახელმწიფოს და ფიქრობენ, რომ შესაძლოა ხელახლა გამოცხადდეს აუქციონი.
მათი თქმით, ხელისუფლებისგან ამ დრომდე არავინ შეხმიანებიათ.